Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანელი ისლამისტები აღარ აპირებენ საპროტესტო აქციების გაგრძელებას


2017 წლის 27 ნოემბერი: პაკისტანელი ისლამისტების საპროტესტო აქცია ისლამაბადში
2017 წლის 27 ნოემბერი: პაკისტანელი ისლამისტების საპროტესტო აქცია ისლამაბადში

პაკისტანელი ისლამისტი აქტივისტები აცხადებენ, რომ შეწყვეტენ რამდენიმე კვირის წინ დაწყებულ საპროტესტო აქციებს მას შემდეგ, რაც მთავრობას შეუთანხმდნენ იუსტიციის მინისტრის, ზაჰიდ ჰამიდის გადაყენებაზე. მთავრობა ჩვენს მთავარ მოთხოვნაზე დაგვთანხმდაო, უთხრა ისლამისტების ორგანიზაცია "ტეჰრიკ-ი-ლაბაიკ ია რასულ ალაჰის" წარმომადგენელმა ეჯაზ აშრაფიმ საინფორმაციო სააგენტო როიტერსს. საპროტესტო აქციები, რომლებითაც იუსტიციის მინისტრის, ზაჰიდ ჰამიდის გადადგომას მოითხოვდნენ, ბოლო დღეებში ძალადობაში გადაიზარდა. ისლამისტები ბლოკავდნენ დედაქალაქ ისლამაბადში მიმავალ ავტოტრასას, რასაც შეტაკებები მოჰყვა. დაიღუპა ექვი, დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი. ისლამისტები აცხადებენ, რომ ჰამიდის ინიციატივა იყო „ღვთისმგმობი“ კანონპროექტი ქვეყნის საარჩევნო კანონმდებლობის შესაცვლელად ისე, რომ მასში არ იქნებოდა მოხსენიებული წინასწარმეტყველი მუჰამედი. ჰამიდმა ბოდიში მოიხადა და ცვლილება შეცდომას მიაწერა. 27 ნოემბერს პაკისტანის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა ცნობა, რომ ჰამიდმა გადადგომის თხოვნით მიმართა პრემიერ-მინისტრ შაჰიდ ხაკან აბასის.

XS
SM
MD
LG