Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში დაჭრეს ქალაქის მერი მიგრანტთა მიღების მხარდაჭერისათვის


გერმანიაში ცივი იარაღით დაჭრეს მომცრო ქალაქ ალტენის მერი, ანდრეას ჰოლშტაინი. თვითმხილველების ცნობით, თავდამსხმელი, რომელმაც კისრის არეში დაარტყა დანა პოლიტიკოსს, იძახდა, რომ ეწინააღმდეგება მის დამოკიდებულებას მიგრანტთა მიღების მიმართ. 54 წლის ჰოლშტაინმა მსუბუქი ჭრილობა მიიღო და უკვე გამოწერილია საავადმყოფოდან. ალტენის მერს დაწერილი აქვს წიგნი მემარჯვენე რადიკალიზმთან ბრძოლაზე და მისი მმართველობისას ქალაქმა მიიღო მეტი მიგრანტი, ვიდრე კვოტებით იყო გათვალისწინებული. თავდამსხმელი დაკავებულ იქნა და პროკურატურამ აღძრა საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლით. ჰოლშტაინი კანცლერ ანგელა მერკელის თანაპარტიელია, ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის წევრი. მერკელმა გამოხატა თავდასხმით „შეძრწუნება“ და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც დახმარება აღმოუჩინა ანდრეას ჰოლშტაინს.

XS
SM
MD
LG