Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი: რუსეთთან „არავითარი გარიგება“ არ ყოფილა


დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, განმეორებით უარყო, რომ მისი საპრეზიდენტო კამპანიის დროს რაიმე გარიგება მის საპრეზიდენტო კამპანიასა და რუსეთის მთავრობის აგენტებს შორის არ მომხდარა. თეთრი სახლის დატოვებისას, ჟურნალისტებთან ხანმოკლე საუბრისას, ორ დეკემბერს, ტრამპმა თქვა, რომ არ ყოფილა არავითარი გარიგებაო. მისი ეს კომენტარი მოჰყვა ფაქტს, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა, მაიკლ ფლინმა, რომელსაც წაყენებული აქვს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მოტყუების ბრალდება, თავი დამნაშავედ ცნო. ინფორმაცია, რომ ფლინს ბრალდება წაუყენეს, 1 დეკემბერს გავრცელდა. ფლინს ბრალად ედება, რომ იცრუა რუსეთის ელჩთან თავისი კონტაქტების თაობაზე. ფლინს ხუთწლიანი პატიმრობა მოელის. განაჩენი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ითანამშრომლებს გამოძიებასთან.

XS
SM
MD
LG