Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი: პუტინი ჯერ არ გამოხატავს პოზიციას ოლიმპიური თამაშებისათვის რუსეთის გუნდის დისკვალიფიკაციის შესახებ


რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჯერ არ არის მზად, გამოხატოს თავისი პოზიცია მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გადაწყვიტა, არ დაუშვას რუსეთის გუნდი 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე სამხრეთ კორეაში. ამასთან, პესკოვის თქმით, კრემლი გამოდის მოწოდებით, გამოირიცხოს ემოციები რუსეთის შესახებ ამ, 5 დეკემბრის გადაწყვეტილების შემდეგ. ადრე პუტინს ნათქვამი აქვს, რომ ქვეყნისთვის დამამცირებელი იქნებოდა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე რუსი სპორტსმენებისათვის უარის თქმა, ან მათი დაშვება ნეიტრალური დროშით. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ორი გამოძიებით დადგენილი ფაქტი, რომ რუსეთში ხელისუფლების ორგანიზებით მოქმედებდა დოპინგის გამოყენების სისტემა. რუს სპორტსმენებს, რომლებიც დაამტკიცებენ, რომ არ იყენებდნენ დოპინგს, შეეძლებათ ოლიმპიურ ასპარეზობაში ნეიტრალური დროშით მონაწილეობა. რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრ ჟუკოვის განცხადებით, რუსეთი 12 დეკემბრამდე მიიღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, შესაძლებელი იქნება თუ არა ცალკეული სპორტსმენებისათვის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა.

XS
SM
MD
LG