Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი მოლაპარაკების ახალ ეტაპს იწყებს ჩერნოგორიასა და სერბიასთან


ევროკავშირი გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკების ახალ ეტაპს იწყებს ჩერნოგორიასა და სერბიასთან. ჩერნოგორია დაიწყებს მოლაპარაკებას გადაადგილების თავისუფლებაზე მუშახელისთვის და ქვეყანაში დაფუძნების უფლებაზე ევროკავშირის მოქალაქეებისთვის. ამით პოდგორიცასა და ბრიუსელს შორის მოლაპარაკების ეტაპების რაოდენობა 30-დან 33-მდე გაიზრდება, აქედან სამ ეტაპზე მოლაპარაკება უკვე დასრულებულია. სერბია ევროკავშირთან მოლაპარაკებას დაიწყებს კორპორატიულ კანონმდებლობაზე და საგარეო კავშირებზე, რაც ეტაპების რაოდენობას 12-მდე გაზრდის, აქედან ორი უკვე ამოწურულია. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს შორის სერბია და ჩერნოგორია ყველაზე ახლოს არიან ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივასთან. ბლოკში გაწევრიანებამდე, კანდიდატი ქვეყნები უნდა მიესადაგონ ევროკავშირის წესებს 30-ზე მეტ სფეროში - მათ შორის საგარეო პოლიტიკის და მართლმსაჯულებისა საკითხებში. რეფორმების სისწრაფის და ცალკეულ ქვეყნებში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ამ პროცესს, შესაძლოა, რამდენიმე წლიდან ათწლეულებამდე დრო დასჭირდეს.

XS
SM
MD
LG