Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი ეგვიპტეს სტუმრობს ორმხრივი კავშირების თაობაზე მოსალაპარაკებლად


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი იმყოფება კაიროში, სადაც ეგვიპტის პრეზიდენტთან მართავს მოლაპარაკებას ორი ქვეყნის კავშირებზე და რეგიონულ საკითხებზე. 7 დეკემბერს, როცა ამ ვიზიტის შესახებ გამოცხადდა, კრემლმა თქვა, რომ პუტინი და პრეზიდენტი აბდელ ფატა ალ-სისი, სხვა საკითხებთან ერთად, შეეხებოდნენ ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის და უსაფრთხოების თემებსაც. ეგვიპტის პრეზიდენტის ოფისი ამბობს, რომ პუტინი და ალ-სისი ილაპარაკებენ ორი ქვეყნის კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე ბევრი თვალსაზრისით, "განსაკუთრებით პოლიტიკის, ეკონომიკის და ვაჭრობის სფეროებში". ეგვიპტის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო ალ-აჰრამი იუწყება, რომ პუტინის ვიზიტის დროს ხელი მოეწერება ეგვიპტეში ბირთვული ელექტროსადგურის აშენების შეთანხმებას. პუტინი ეგვიპტეში ჩავიდა სირიაში მოულოდნელი ვიზიტის შემდეგ. სირიაში მან რუსეთის ჯარის გამოსვლის თაობაზე გასცა ბრძანება. მოგვიანებით რუსეთის პრეზიდენტი ანკარაში ჩავა და პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანს შეხვდება.

XS
SM
MD
LG