Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა „რუსეთის სააკაშვილად“ მოიხსენია ალექსეი ნავალნი


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „რუსეთის სააკაშვილად“ მოიხსენია ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი. ეს შედარება მოჰყვა ცნობილი რუსი ტელეწამყვანის, ქსენია სობჩაკის შეკითხვას, თუ რატომ არ აძლევენ ნვალნისა და სხვა ოპოზიციონერებს რუსეთში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე თავიანთი კანდიდატურების წამოყენების უფლებას. „თქვენ გინდათ, რომ ჩვენში მაიდანი მაიდანს მოჰყვებოდეს, რომ გვქონდეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები? დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის მოქალაქეთა აბსოლუტურ უმრავლესობას ეს არ სურს“, - განაცხადა პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე. სააკაშვილის შესახებ პუტინმა თქვა: „ის რასაც სააკაშვილი აკეთებს, ჩემი აზრით, არის ქართველი ხალხის სახეში შეფურთხება და უკრაინელი ხალხის სახეში შეფურთხება“. რუსეთის პრეზიდენტს არ უხსენებია ნავალნი. 14 დეკემბრის პრესკონფერენციაზე პუტინს მანამდეც დაუსვეს შეკითხვა 2018 წლის არჩევნებზე რეალური კონკურენციის არარსებობის შესახებ. სახელმწიფოს ლიდერმა პასუხად აღნიშნა, რომ რუსეთის ოპოზიციის წარმომადგენლები ამომრჩევლებს ვერ სთავაზობენ „კონკრეტულ დღის წესრიგს“.

XS
SM
MD
LG