Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებები კვლავ ჩიხში შევიდა ბაშარ ალ-ასადის როლზე უთანხმოების გამო


სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი
სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი

ჟენევაში წინსვლის მიუღწევლად დასრულდა სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებების მერვე რაუნდი, რომელსაც გაეროს სპეციალური წარმომადგენელი სტაფან დე მისტურა „ხელიდან გაშვებულ დიდ შანსად“ მიიჩნევს. მართალია, დე მისტურას შეფასებით, არც ერთ მხარეს არ მოუწყია „საბოტაჟი“ მოლაპარაკებისათვის, მაგრამ პროცესის ჩიხში შესვლის მიზეზი, პირველ რიგში, იყო სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობის პოზიცია. კერძოდ, მთავრობამ კვლავ მოითხოვა, რომ ოპოზიციური ჯგუფები დათანხმდნენ ასადის მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესში გარდამავალი პერიოდის დროს. ეს მოთხოვნა აქამდეც უქმნიდა დაბრკოლებას სამშვიდობო პროცესს. დე მისტურას თქმით, მან ისიც კი ვერ შეძლო, რომ ორ მხარეს პირდაპირ ელაპარაკა ერთმანეთთან. გაეროს წარმომადგენლის აზრით, ხელიდან იქნა გაშვებული „დიდი შანსი“, რადგან სირიის მთავრობას, მის მოკავშირე რუსეთსა და კონფლიქტის სხვა მონაწილეებს გამოთქმული აქვთ მზადყოფნა, ბოლო მოუღონ სამხედრო მოქმედებებს სირიაში, სადაც თითქმის შვიდი წელია გრძელდება სამოქალაქო ომი.

XS
SM
MD
LG