Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანელი სარდალი: არსებობს საფრთხე, რომ რუსეთი წყალქვეშა კაბელებს დააზიანებს


ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, სამხედრო-საჰაერო ძალების მარშალ სტუარტ პიჩის განცხადებით, რუსეთის აგრესიულმა ქმედებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას წყალქვეშა კაბელებს, რომლებიც ევროპის კონტინენტს ბრიტანეთთან და ჩრდილოეთ ამერიკასთან აკავშირებს. ამიტომ კომუნიკაციის წყალქვეშა ხაზების დაცვა მიჩნეულია დიდი ბრიტანეთისა და მისი ნატოელი მოკავშირეების შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანად. „თუ კაბელებს გადაჭრიან, ან გაანადგურებენ, ამას მყისვე მოჰყვება კატასტროფული შედეგები საერთაშორისო ვაჭრობისა და ინტერნეტისათვის“, - განაცხადა ბრიტანელმა გენერალმა ლონდონში 14 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე. მისი თქმით, ნატო მიმართავს სათანადო ზომებს რუსეთის სამხედრო ფლოტის მოდერნიზაციის საპასუხოდ. უფრო ადრე ბრიტანეთის მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის გემებზე, რომლებიც დააფიქსირეს ატლანტის ოკეანეში - იმ ადგილებში, სადაც გაყვანილია საკონტინენტთაშორისო კაბელები.

XS
SM
MD
LG