Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენერალური პროკურორი: შესაძლოა განხორციელდეს სააკაშვილის საქართველოში ექსტრადიცია


უკრაინის გენერალური პროკურორის თქმით, შესაძლოა განხორციელდეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის და საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიცია საქართველოში - სადაც ის ძებნილია მის პრეზიდენტობის პერიოდთან დაკავშირებული რამდენიმე ბრალდებით. გენერალურმა პროკურორმა, იური ლუცენკომ 15 დეკემბერს ჟურნალისტებს უთხრა, რომ საქართველოში ექსტრადიცია "ყველაზე მეტადაა სავარაუდო". მისი თქმით, უკრაინას საქართველო მის ექსტრადიციას ოფიციალურად სთხოვს - "ჩვენ არ გვაქვს უფლება მათ უარი ვუთხრათო", განაცხადა ლუცენკომ. თუმცა, რუსეთის სააგენტო "ტასს" მოაქვს საქართველოს მაღალჩინოსნის სიტყვები, რომ თბილისს ექსტრადიციის თხოვნა არ გაუვრცელებია. ეს პირი ასევე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს წარმომადგენელი ბელორუსიაში ჩავიდა ამ საკითხზე უკრაინის წარმომადგენლებთან მოსალაპარაკებლად. სააკაშვილს უკრაინაშიც უყენებენ ბრალდებებს და ლუცენკომ ღიად დატოვა შესაძლებლობა, რომ მას უკრაინაში გაასამართლებენ, თუ თბილისში ექსტრადიცია გაჭიანურდება. სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა 2015 წელს დაკარგა, როცა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და ოდესის გუბერნატორის პოსტზე დაინიშნა.

XS
SM
MD
LG