Accessibility links

ჯეიმს მატისი: სირიის თავზე აშშ-ის და რუსეთის თვითმფრინავების მიახლოება შესაძლოა არ იყო შემთხვევითი


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ჯიმ მატისი ეჭვს გამოთქვამს იმის თაობაზე, სირიის თავზე აშშ-ის და რუსეთის თვითმფრინავების ერთმანეთთან მიახლოება შეცდომის შედეგი იყო თუ წარმოადგენდა "საშიშ" მანევრებს ზოგიერთი რუსი პილოტის მხრიდან. "ამ ეტაპზე არ შემიძლია გითხრათ, ეს იყო თვითმფრინავის დაუდევარი მართვა, თავზეხელაღებული პილოტები, თუ ვიღაცეების მხრიდან ძალიან არაკეთილგონივრული ნაბიჯი" - უთხრა მატისმა პენტაგონში ჟურნალისტებს 15 დეკემბერს. ერთი დღით ადრე, პენტაგონმა გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის სუ-25 ტიპის ორმა საბრძოლო თვითმფრინავმა 13 დეკემბერს გადაკვეთა არაოფიციალური ხაზი, რომელიც აღმოსავლეთ სირიაში ერთმანეთისგან განაცალკევებს რუსეთის და ამერიკის საჰაერო ძალებს და სახიფათოდ მიუახლოვდა აშშ-ის თვითმფრინავებს. პენტაგონის განცხადებით, ინციდენტის დროს აშშ-ის F-22 ტიპის თვითმფრინავებმა ჩართეს გამაფრთხილებელი შუქი და მობილიზაციაში მოიყვანეს მექანიზმი, რომელსაც პოტენციური რაკეტების მოსაგერიებლად იყენებენ. ამერიკელმა პილოტებმა რუს პილოტებს რამდენჯერმე მიმართეს სასწრაფო საკომუნიკაციო არხით და მოსთხოვეს დაეტოვებინათ სირიის უსაფრთხო ზონაში არსებული მონაკვეთი, რომელიც წარმოადგენს აშშ-ის ძალების სამოქმედო არეალს.

XS
SM
MD
LG