Accessibility links

მატისი: აშშ ირანთან საქმეს დაიჭერს "დიპლომატიის ხელმძღვანელობით" მოქმედი ძალისხმევით


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ჯიმ მეტისი აცხადებს, რომ ვაშინფტონი ირანთან საქმეს დაიჭერს "დიპლომატიის ხელმძღვანელობით" მოქმედი ძალისხმევით - ერთ დღეში მას შემდეგ, რაც აშშ-ის დიპლომატმა თქვა, რომ თეირანი იარაღით ამარაგებს ჰუთიტ მეამბოხეებს იემენში. გაეროში აშშ-ის ელჩის, ნიკი ჰეილის თქმით, არსებობს კონკრეტული მტკიცებულება, რომ ირანი ჰუთიტებს იარაღს აწვდის, რაც წარმოადგენს გაეროს მიერ დაწესებული სანქციების დარღვევას. მეტისმა პენტაგონში შეკრებილ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამგვარი მტკიცებულება არ წარმოადგენს საფუძველს ვაშინგტონის მხრიდან სამხედრო პასუხისთვის. "ამ ეტაპზე სამხედრო ფორმით არა" - თქვა მეტისმა და დასძინა, სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ამ განცხადებით ელჩი ჰეილი გამოვიდა და არა ჩვენი რომელიმე გენერალიო. მეტისის თქმით, ჰეილის გამოსვლა წარმოადგენდა ნაწილს "დიპლომატიის ხელმძღვანელობით მოქმედი ძალისხმევისა", რომელიც მიზნად ისახავს გამოააშკარაოს თეირანის როლი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG