Accessibility links

ევროპის ულტრამემარჯვენე ლიდერები მწვავედ აკრიტიკებენ ევროკავშირს, მასობრივ იმიგრაციას


ევროპის რამდენიმე ქვეყნის ულტრამემარჯვენე ლიდერებმა ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გამართეს შეხვედრა და მკაცრად გააკრიტიკეს ევროკავშირი, ისევე, როგორც მათი სიტყვებით "მასობრივი იმიგრაციის" პოლიტიკა. 16 დეკემბერს გამართულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მარინ ლე პენმა საფრანგეთიდან, ავსტრიის ვიცე-კანცლერმა ჰაინც-კრისტიან შტრახემ, ჰოლანდიელმა პოლიტიკოსმა ხეერტ ვილდერსმა და სხვა მემარჯვენე ლიდერებმა. შეხვედრის მასპინძელი იყო ჩეხეთის თავისუფლებისა და პირდაპირი დემოკრატიის პარტია (SPD), რომელმაც, თავისი ანტი-ისლამური და ანტი-იმიგრაციული პლატფორმით, ხმათა თითქმის 11 პროცენტი მოიპოვა ოქტომბერში გამართულ არჩევნებზე. "ბრიუსელი წარმოადგენს ეგზისტენციალურ საფრთხეს ჩვენი ერი-სახელმწიფოებისთვის", განაცხადა ვილდერსმა ევროკავშირის კრიტიკის დროს და დასძინა, იმედი მაქვს ჩეხები თავიანთ კარს კვლავაც მყარად ჩაურაზავენ მასობრივ იმიგრაციასო. ლე პენი მიესალმა უფრო ადრე გავრცელებულ ცნობას, რომ ავსტრიამ შექმნა მთავრობა, რომელიც მოიცავს ულტრამემარჯვენე პარტიას, შტრახეს ხელმძღვანელობით. მან ამას უწოდა "ძალიან კარგი, შესანიშნავი ამბავი ევროპისთვის" და გაიმეორა ვილდერსის მკაცრი კრიტიკა ევროკავშირის მიმართ.

XS
SM
MD
LG