Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში დემონსტრანტები ითხოვენ პრეზიდენტის იმპიჩმენტს და გენერალური პროკურორის გადადგომას


კიევში ათასობით მოქალაქე გამოვიდა დემონსტრაციაზე, რომელიც იმართება პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის და გენერალური პროკურორის გადადგომის მოთხოვნებით. პოლიციის დიდი რაოდენობის ფონზე, დემონსტრანტებმა კიევის ცენტრში ჩაიარეს, დამოუკიდებლობის მოედნის მიმართულებით - ადგილის, სადაც 2013-2014 წლებში ერთთვიანმა საპროტესტო აქციებმა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობის დამხობა მოიტანა. დემონსტრანტებიდან ბევრი ოპოზიციის ლიდერის და საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერია. ისინი პარლამენტს მოუწოდებენ მიიღოს კანონმდებლობა პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის, და ასევე გამოდიან გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს გადადგომის მოთხოვნით. სააკაშვილს ბრალს სდებენ "კრიმინალური ჯგუფის" მხარდაჭერაში, რომელსაც, ოფიციალური ვერსიით, ამჟამად რუსეთში მცხოვრები იანუკოვიჩი ხელმძღვანელობს.

ამავე დროს, ოფიციალური ვერსიის თანახმად, სააკაშვილის მხარდამჭერთა საპროტესტო აქციები წარმოადგენს ნაწილს რუსეთის გეგმისა უკრაინის წინააღმდეგ. 5 დეკემბერს უკრაინის პოლიციამ სცადა დაეკავებინა სააკაშვილი, რომელიც ბრალდებებს უარყოფს, მაგრამ მხარდამჭერებმა ის პოლიციის მანქანიდან გამოიხსნეს. სამ დღეში სააკაშვილი კიდევ ერთხელ დააკავეს, მაგრამ 11 დეკემბერს მოსამართლემ არ დააკმაყოფილა პროკურორების თხოვნა მისთვის შინაპატიმრობის შეფარდების თაობაზე. ლუცენკო აცხადებს, რომ გაასაჩივრებს მოსამართლის გადაწყვეტილებას.

XS
SM
MD
LG