Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში თალიბანის თავდასხმას ემსხვერპლა სულ მცირე 11 პოლიციელი


ავღანეთის ოფიციალური პირების ცნობით, სამხრეთის პროვინცია ჰელმანდში თალიბანის მებრძოლებმა იერიში მიიტანეს პოლიციის ორ სადგურზე და იმსხვერპლეს 11 პოლიციელი. პროვინციის გუბერნატორის, ჰაიათულა ჰაიატის თქმით, ავღანეთის ძალებმა ბოლოს მოახერხეს თავდასხმის მოგერიება პროვინციის დედაქალაქში, ლაშქარ გაჰში. დაჭრილია ორი ოფიცერი. პროვინციის პოლიციის შეფის, ღაფარ საფის თქმით, შეტაკებისას მოკლეს 15 ექსტრემისტი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა თალიბანმა, რომელსაც ჰელმანდში ძლიერი პოზიციები აქვს.

XS
SM
MD
LG