Accessibility links

გამოკითხვის თანახმად, ბრიტანელთა უმრავლესობას ევროკავშირში დარჩენა სურს


ახალი გამოკითხვის თანახმად, ბრიტანეთის მოქალაქეების 51 პროცენტს სურს მათი ქვეყანა ევროკავშირში დარჩეს, 41 პროცენტი კი ბლოკის დატოვების, ანუ ე.წ. "ბრექსიტის" პროცესის მომხრეა. კომპანია BMG-მ კვლევა 5-8 დეკემბერს ჩაატარა და გამოკითხა 1400 მოქალაქე. კვლევის შედეგები 16 დეკემბერს გამოაქვეყნა გამოცემა "ინდიფენდენტმა". პრემიერ-მინისტრი, ტერეზა მეი განაგრძობს ევროკავშირთან მოლაპარაკებას ბლოკიდან ბრიტანეთის გასვლის თაობაზე, რომელიც 2019 წლის მარტშია დანიშნული. "ინდიფენდენტის" თანახმად, ბოლო გამოკვლევაში ევროკავშირში დარჩენის მოსურნეთა ყველაზე დიდი უპირატესობა აღირიცხა 2016 წლის რეფერენდუმის შემდეგ ჩატარებულ გამოკითხვებში. რეფერენდუმზე ევროკავშირიდან გასვლას ბრიტანეთის მოქალაქეთა 52-მა პროცენტმა დაუშირა მხარი, 48 პროცენტი კი ბლოკში დარჩენის მომხრე იყო.

XS
SM
MD
LG