Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩილეს საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა სებასტიან პინიერამ


სებასტიან პინიერა
სებასტიან პინიერა

ჩილეში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ყოფილმა პრეზიდენტმა სებასტიან პინიერამ გაიმარჯვა. მან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მემარცხენე ცენტრისტი სენატორი ალეხანდრო გილიერი დაამარცხა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პინიერამ ამომრჩეველთა ხმების 54,58% მიიღო, ხოლო მისმა მოწინააღმდეგემ ამომრჩეველთა ხმების - 45,42%. 2010-2014 წლებში სებასტიან პინიერას უკვე ეკავა ჩილეს პრეზიდენტის პოსტი.

XS
SM
MD
LG