Accessibility links

ისრაელს სურს მიიღოს კანონი ტერორისტების სიკვდილით დასჯის შესახებ


ისრაელის მთავრობას სურს მიიღოს კანონი ტერორისტების სიკვდილით დასჯის შესახებ. შესაბამისი კანონპროექტი გუშინ შეთანხმდა სამთავრობო კოალიციაში შემავალ პარტიებს შორის. ამის შესახებ იუწყება სააგენტო „ფრანს პრესი“. „კანონი ძალიან მარტივი და ძალიან მკაფიო უნდა იყოს: ტერორისტი, რომელიც უდანაშაულო ხალხს კლავს, სიკვდილით უნდა დაისაჯოს“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის მინისტრის ავიგდორ ლიბერმანის პარტიის „ჩვენი სახლი ისრაელის“ განცხადებაში. საკანონმდებლო ინიციატივის ასამოქმედებლად პარლამენტში ოთხი მოსმენით მიღებაა საჭირო. ამჟამად, ისრაელში სიკვდილით დასჯა ორი მუხლით არის გათვალისწინებული: კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულისა და სახელმწიფო ღალატისთვის.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG