Accessibility links

რუსეთში დაიწყო საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია


ვლადიმირ პუტინი

18 დეკემბერს, რუსეთში, ოფიციალურად დაიწყო საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია. დღეს „რასიისკაია გაზეტამ“ გამოაქვეყნა ფედერაციის საბჭოს დადგენილება „რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების დანიშვნის“ თაობაზე. დღეიდან, პარტიებსა და დამოუკიდებელ კანდიდატებს შეუძლიათ ოფიციალურად წამოაყენონ კანდიდატურები და შეიტანონ დოკუმენტები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. დამოუკიდებელ კანდიდატებს რეგისტრაციისათვის მოუწევთ 300 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერის შეგროვება, ხოლო კანდიდატებს პარტიებიდან - 100 ათასის. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის ელა პამფილოვას განცხადებით, კენჭისყრაში მონაწილეობას მოქმედი პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გარდა, კიდევ 23 ადამიანი აპირებს. რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმირ ჟირინოვსკი, პარტია „იაბლოკოს“ დამფუძნებელი გრიგორი იავლინკსი, ტელეწამყვანები ქსენია სობჩაკი და ეკატერინა გორდონი, ბიზნესმენი სერგეი პოლონსკი, ბიზნეს-ომბუდსმენი ბორის ტიტოვი და ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი. საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა 18 მარტს, რუსეთთან ყირიმის „შეერთების“ შეთანხმების ხელმოწერის წლისთავზე.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG