Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველმა ძიუდოისტებმა სამი ოქროს მედალი მოიპოვეს


სანკტ-პეტერბურგში, ძიუდოს მსოფლიო მასტერზე ქართველმა ძიუდოისტებმა სამი ოქროს მედალი მოიპოვეს. 90 კგ წონით კატეგორიაში ძიუდოისტმა ბექა ღვინიაშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში სამხრეთ კორეელი დონგან გვაკი დაამარცხა;100 კგ-შივარლამ ლიპარტელიანმა ჰოლანდიელ მიხაელ კორელს მოუგო, ხოლო ოთარ თუშიშვილმა (+100 კგ) ბრაზილიელი დავიდ მოურა დაამარცხა. შესაბამისად, რუსეთის ქალაქ სანკტ - პეტერბუგში მიმდინარე ერთ-ერთ პრესტიჟულ ტურნირზე გუშინ საქართველოს ჰიმნი სამჯერ გაისმა. მთლიანობაში ქართველმა ძიუდოისტებმა ტურნირზე 3 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვეს.

XS
SM
MD
LG