Accessibility links

მიხეილ სააკაშვილი დაკითხვაზეა დაბარებული


18 დეკემბერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის გენერალურ პროკურატურაში ეჭვმიტანილის სტატუსით დაკითხვაზეა დაბარებული. ამის შესახებ ნათქვამია უწყებაში, რომელიც უკრაინის გენერალური პროკურატურის საიტზეა გამოქვეყნებული. უწყებაში ასევე აღნიშნულია, რომ პროკურორმა დომბროვსკიმ სააკაშვილი უნდა დაკითხოს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით. ამასთან, კიევის საოლქო ადმინისტრაციულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი დღეს უნდა განიხილოს. საჩივარი ეხება მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინაში დამატებითი დაცვის გამოყოფაზე უარის თქმას.

XS
SM
MD
LG