Accessibility links

"კვირის პალიტრა": სირიაში პანკისელი საველე მეთაური მოკლეს


პანკისის ხეობა

სირიაში ერთ-ერთი გავლენიანი პანკისელი საველე მეთაურის მკვლელობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს გაზეთ „კვირის პალიტრის“ ანალიტიკოსი ნინო ბურჭულაძე. მისი ინფორმაციით, სირიაში, ჰამასის პროვინციაში, საქართველოს მოქალაქე, პანკისელი გიორგი კუშტანაშვილი, იგივე სალაჰუდინ ალ-შიშანი დაიღუპა. როგორც „ინტერპრესნიუსი“ იუწყება დუისის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის თამარ მარგოშვილის სიტყვებზე დაყრდნობით, გიორგი კუშტანაშვილის მეუღლე სირიაში იმყოფება, ხოლო მშობლები და სამი შვილი დუისში ცხოვრობენ: ”ჩემი ინფორმაციით, მას ხეობაში მშობლები, ძმა და სამი შვილი დარჩა. დღეს დილიდან სამძიმარს მშობლების სახლში, სოფელ დუისში იღებენ. მეუღლე აქ არ ყავს. როგორც მეზობლებისგან ვიცი, ისიც სირიაშია წასული. გადმოასვენებენ თუ არა საქართველოში, ამაზე არავინ საუბრობს", - ამბობს თამარ მარგოშვილმა. როგორც "ინტერპრესნიუსი" ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, კუშტანაშვილი ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს 17 - კაციანი შეიარაღებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრი იყო. მათივე თქმით, სწორედ ლაფანყურის ოპერაციის შემდეგ დატოვა მან ქვეყანა და თურქეთში წავიდა, რამდენიმე თვეში კი ის „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებს შეურთდა. გავრცელებული ინფორმაციით, სალაჰუდინ ალ-შიშანი სირიაში საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა.

XS
SM
MD
LG