Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილმა დაკითხვაზე უარი განაცხადა


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის გენერალურ პროკურატურაში დაკითხვაზე კიდევ ერთხელ გამოიძახებენ. ამის შესახებ 18 დეკემბერს განაცხადა პროკურორმა ალექსანდრე გოვორუშჩაკმა: „ეჭვმიტანილმა სააკაშვილმა არ შეასრულა ეჭვმიტანილის სტატუსით გათვალისწინებული ვალდებულებები, ამიტომ მას დაკითხვაზე მეორედ გამოიაძახებენ“, - განაცხადა მან ბრიფინგზე. პროკურორის თქმით, თუკი სააკაშვილი დაკითხვას მეორედაც ჩაშლის, გენერალური პროკურატურა კანონით გათვალისწინებულ ზომებს მიიღებს. 18 დეკემბერს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის გენერალურ პროკურატურაში ეჭვმიტანილის სტატუსით დაკითხვაზე იყო დაბარებული. ის პროკურატურაში მივიდა, ჟურნალისტებს გაესაუბრა, თუმცა, დაკითხვაზე უარი განაცხადა და შენობა დატოვა. პროკურატურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი უნდა დაკითხოს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG