Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი წარმოადგენს ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიას


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 18 დეკემბერს წარმოადგენს ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიას, რომელიც, ცნობების თანახმად, მოიცავს მკაცრ კურსს ჩინეთთან მიმართებით. საინფორმაციო სააგენტოები ამერიკელი ოფიციალური პირებისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ ვაშინგტონში ტრამპის გამოსვლისას (ადგილობრივი დროით 14 საათზე, თბილისის დროით 23 საათზე) ყურადღება გამახვილდება პოლიტიკურ კურსზე „პირველ რიგში ამერიკა“ და პრეზიდენტი ჩინეთს მოიხსენიებს კონკურენტად, რომელიც „ეკონომიკურ აგრესიას“ ეწევა. აშშ-ის პრეზიდენტს, ერთი მხრივ, არაერთხელ შეუქია ჩინეთის პრეზიდენტი სინ ძინპინი, მაგრამ ამავე დროს მას პეკინისაგან მოთხოვნილი აქვს ზეწოლის გაძლიერება ჩრდილოეთ კორეაზე, ბალისტიკური რაკეტებისა და ბირთვული იარაღის გამოცდისთვის ბოლოს მოსაღებად. გაზეთ „ფაინენშლ ტაიმსის“ ცნობით, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის ყოფილი წევრის, მაიკლ ალენის შეფასებით, ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია არის პირველი ნაბიჯი ჩინეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ზომების მისაღებად. ტრამპის ზოგი ოპონენტის აზრით, ჩინეთის მიმართ უფრო აგრესიულ პოზიციას შესაძლოა მოჰყვეს ამერიკისათვის საზიანო სავაჭრო ომის აზიელ გიგანტთან. უსაფრთხოების სტრატეგია არის ოფიციალური დოკუმენტი, რომლის მომზადების ტრადიციაც რონალდ რეიგანმა დაამკვიდრა. მას ჩვეულებრივ ოთხ წელიწადში ერთხელ ამზადებენ.

XS
SM
MD
LG