Accessibility links

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სამი ჯარისკაცი დაიღუპა აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც რუსეთის მხარდაჭერით მოქმედმა სეპარატისტებმა მრავალჯერ დაარღვიეს ზავი ბოლო დღე-ღამის განმავლობაში. ამ წყაროს თანახმად, სეპარატისტებმა 14-ჯერ ისროლეს ჭურვები და გამოიყენეს მძიმე არტილერია. მეორე მხრივ, სეპარატისტები აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 17-ჯერ დაარღვის ზავი, გამოიყენეს საიერიშო შაშხანები, ყუმბარმტყორცნები, ჭურვები და არტილერია. დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში უკრაინის ჯარებსა და სეპარატისტებს შორის ბრძოლა 2014 წლის აპრილში დაიწყო და 10 300-ზე მეტი ადამიანი შეიწირა. ცეცხლის შეწყვეტაზე ბოლო შეთანხმებას მიაღწიეს წელს 22 აგვისტოს გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერების სატელეფონო საუბრის დროს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG