Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრიაში გაიმართა ახალი კოალიციური მთავრობის ინაუგურაცია


ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცი (მარცხნივ) და ვიცე-კანცლერი ჰაინც-ქრისტიან შტრახე
ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცი (მარცხნივ) და ვიცე-კანცლერი ჰაინც-ქრისტიან შტრახე

ვენაში გაიმართა ავსტრიის ახალი, კონსერვატორებისა და ულტრამემარჯვენეების კოალიციური მთავრობის ინაუგურაცია. კანცლერად დაინიშნა სახალხო პარტიის თავმჯდომარე, 31 წლის სებასტიან კურცი, რომელიც ევროპაში მთავრობის ყველაზე ახალგაზრდა ლიდერია. კოალიციაში შემოვალი მეორე პოლიტიკური ძალა, თავისუფლების პარტია, გახდა ევროპაში ერთადერთი ულტრამემარჯვენე პარტია, რომელიც ქვეყნის მმართველ კოალიციაში შევიდა. ამ პარტიის წარმომადგენელი ხელმძღვანელები ჰყავთ შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს, ხოლო თავისუფლების პარტიის ლიდერი, ჰაინც-ქრისტიან შტრახე, ვიცე-კანცლერია. ვენაში ჰოფბურგის სასახლესთან, სადაც ინაუგურაცია გაიმართა, ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა მიგრანტების მხარდამჭერი და ულტრამემარჯვენეების საწინააღმდეგო ლოზუნგებით. თავისუფლების პარტია და სახალხო პარტია პირობას დებენ, რომ გაამკაცრებენ საიმიგრაციო კანონებს. მათ გეგმაში ასევე შედის პოლიტიკურ ისლამთან ბრძოლა, გადასახადების შემცირება და რუსეთთან უფრო მეგობრული ურთიერთობის დამყარება.

XS
SM
MD
LG