Accessibility links

ყირიმში ძალაში დატოვეს ჟურნალისტ მიკოლა სემენას გამამტყუნებელი განაჩენი


ყირიმის საოკუპაციო რეჟიმის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ჟურნალისტ მიკოლა სემენას გამამტყუნებელი განაჩენი. ჟურნალისტი გაასამართლეს რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ საჯარო მოწოდებების ბრალდებით. სააპელაციო საჩივრის განხილვის შემდეგ უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა სიმფეროპოლის რაიონული სასამართლოს გადაწყეტილება სემენასთვის ორნახევარი წლით პირობითი სასჯელის შეფარდების შესახებ. ამავე დროს, უზენაესმა სასამართლომ სამიდან ორ წლამდე შეამცირა მისთვის საჯარო საქმიანობის აკრძალვა. სემენას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის პროექტ „კრიმ.რეალიი“-ს საიტზე გამოქვეყნებული სტატიისათვის. მასში ჟურნალისტმა დადებითად შეაფასა ნახევარკუნძულის ენერგეტიკული ბლოკადა, რომელიც 2015 წლის სექტემბერში მოაწყეს უკრაინელმა ნაციონალისტებმა. სემენას პოზიცია შეფასდა, როგორც სეპარატიზმი. სასამართლო პროცესი ნახევარი წელი გაგრძელდა. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა ტომ კენტმა მიკოლა სემენას საქმე შეაფასა, როგორც ყირიმში დამოუკიდებელი ჟურნალისტების გაჩუმების მცდელობა და გამოვიდა ვერდიქტის გაუქმების მოთხოვნით.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG