Accessibility links

კრემლის პრეს-მდივანმა სანიმუშო უწოდა დაგეგმილი ტერაქტის შესახებ CIA-ის მიერ მოსკოვისთვის ინფორმაციის მიწოდებას


რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის, CIA-ის მიერ რუსეთისთვის სანქტ-პეტერბურგში ტერაქტის მომზადების შესახებ ინფორმაციის გადაცემას, ტერორიზმთან ბრძოლაში ამ ორი ქვეყნის თანამშრომლობის სანიმუშო მაგალითი უწოდა. პესკოვის თანახმად, აშშ-ისა და რუსეთის სპეცსამსახურებს შორს გარკვეული კონტაქტები დროდადრო არსებობს, მაგრამ ამ შემთხვევაში რუსეთმა მიიღო ერთობ საჭირო ინფორმაცია, რომელმაც ბევრი სიცოცხლე გადაარჩინა. პესკოვის განცხადება მოჰყვა ცნობას, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, თავის ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს ტელეფონით დაუკავშირდა და მადლობა გადაუხადა ინფორმაციისთვის, რომელმაც რუსეთს შესაძლებლობა მისცა თავიდან აეცილებინა თავდასხმები ცნობილ ტაძარზე და სხვა ობიექტებზე სანქტ-პეტერბურგში, პუტინის მშობლიურ ქალაქში. პუტინმა და ტრამპმა გამოხატეს მოწოდება, ისლამისტურ ტერორიზმთან ბრძოლაში მჭიდრო თანამშრომლობისკენ. პრეზიდენტებმა განაცხადეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მოწინააღმდეგეები ისედაც დაძაბული ურთიერთობის გაუმჯობესებას აფერხებენ

XS
SM
MD
LG