Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

22 დეკემბერს დაიწყება სააკაშვილის საქმის განხილვა კიევის სააპელაციო სასამართლოში


მიხეილ სააკაშვილი საპროტესტო აქციაზე. კიევი
მიხეილ სააკაშვილი საპროტესტო აქციაზე. კიევი

კიევის სააპელაციო სასამართლომ დაასახელა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმესთან დაკავშირებით უკრაინის გენერალური პროკურატურის საჩივრის განხილვის თარიღი. საჩივრის განხილვა სააპელაციო სასამართლოში 22 დეკემბერს, 11:15 საათზე დაიწყება. 11 დეკემბერს კიევის პეჩერსკის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის გენერალური პროკურატურის მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის შეფარდების შესახებ არ დააკმაყოფილა და სააკაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. 15 დეკემბერს გენერალურმა პროკურატურამ პეჩერსკის რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება კიევის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

XS
SM
MD
LG