Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთში მიმდინარეობს სამუშაო ჯგუფების ამ წლის ბოლო შეხვედრა


ერგნეთი
ერგნეთი

სოფელ ერგნეთში ინციდენტებისა პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფების შეხვედრა მიმდინარეობს. სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხება ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება 2017 წლის განმავლობაში რეგიონში ჩატარებულ სამხედრო წვრთნებსა და აქტიურ მილიტარიზაციაზე. გარდა ამისა, ქართული მხარე ისაუბრებს 2014 წლის ივნისში, ახალგორის მიმდებარე ტერიტორიიდან გაუჩინარებულ და უკვე მოგვიანებით გარდაცვლილ დავით ბაშარულის საქმეზე, ვინაიდან, კახაბერ ქემოკლიძის სიტყვებით, ამ საკითხთან მიმართებაში არსებული კითხვის ნიშნები არ მოხსნილა დღის წესრიგიდან. გარდა ამისა, ქართული მხარე კვლავაც დააყენებს საკითხს ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესზე, რომელიც კონკრეტულ პრობლემებს ქმნის საოკუპაციო ზოლზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. 19 დეკემბერს ერგნეთში რიგით 83-ე და ამ წლის ბოლო შეხვედრა იმართება.

XS
SM
MD
LG