Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკმასტერი: აშშ მზად უნდა იყოს„აიძულოს“ ფხენიანი, უარი თქვას ბირთვულ იარაღზე


თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში, ეიჩ არ მაკმასტერმა განაცხადა, რომ აშშ მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში შეძლოს, აიძულოს ჩრდილოეთი კორეა, უარი თქვას ბირთვულ იარაღზე. მაკმასტერმა ეს უთხრა „ბი-ბი-სის“, რომელმაც ინტერვიუს ტექსტი გამოაქვეყნა საინტერნეტო საიტზე 19 დეკემბერს. ეს ინტერვიუ ბოლო მინიშნებაა იმისკენ, რომ აშშ მზად არის გამოიყენოს ძალა გარკვეულ მომენტში, რათა ჩრდილოეთი კორეის ბირთვული და სარაკეტო იარაღისგან მომავალი საფრხე გაანეიტრალოს. მაკმასტერს ჟურნალისტმა ჰკითხა, ფიქრობს თუ არა აშშ ჩრდილოეთ კორეასთან დაძაბულობის მშვიდობიანი გზით მოგვარებას. თეთრი სახლის მრჩევლის თქმით, აშშ-ს სურს მშვიდობიანად მოაგვაროს პრობლემა,მაგრამ როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, ყველა შესაძლებლობა განიხილება.

XS
SM
MD
LG