Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა გადადო ახლო აღმოსავლეთში ვიზიტი


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა გადადო ეგვიპტესა და ისრაელში ვიზიტი, რომელიც მიმდინარე კვირისათვის იყო დაგეგმილი. პენსის ადმინისტრაციის განცხადებით, გადაწყვეტილების მიზეზია სენატში მოახლოებული კენჭისყრა საგადასახადო რეფორმის შესახებ. ახალი გეგმით, პენსი იანვარში გაემგზავრება ახლო აღმოსავლეთში. ცნობის ფონს ქმნის რეგიონში დაძაბულობის გამწვავება მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა იერუსალიმი აღიარა ისრაელის დედაქალაქად. ამ გადაწყვეტილების გამო პალესტინელების ლიდერმა, მაჰმუდ აბასმა გააუქმა პენსთან დაგეგმილი შეხვედრა და ასეთივე ნაბიჯი გადადგეს ეგვიპტეში მუსლიმთა და ქრისტიანთა ლიდერებმა. 18 დეკემბერს აშშ-მა ვეტო დაადო გაეროს უშიშროების რეზოლუციის პროექტს, რომელშიც უარყოფილი იყო ტრამპის გადაწყვეტილება. პალესტინელები იერუსალემს მიიჩნევენ თავიანთი მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქად. ისრაელმა აღმოსავლეთ იერუსალიმის ანექსია მოახდინა და მთელი ქალაქი გამოაცხადა თავის დედაქალაქად.

XS
SM
MD
LG