Accessibility links

აშშ-ში სამი ადამიანი ემსხვერპლა მატარებლის ავარიას


აშშ-ში სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა, როცა მატარებელი, რომელიც პირველ რეისს ასრულებდა ახალ, მაღალი სიჩქარის გზაზე, რელსებიდან გადავიდა, რის შედეგადაც ვაგონები ვაშინგტონის შტატის მანქანებით სავსე გზატკეცილზე აღმოჩნდა. Amtrak-ის მატარებელი რელსებიდან გადავიდა ხიდზე, რომელსაც კვეთდა სიეტლიდან 65-ე კილომეტრის მოშორებით, შტატებსშორისი გზატკეცილის თავზე, დილის პიკის საათში, 18 დეკემბერს. რელსებიდან გადავიდა მატარებლის 14 ვაგონიდან 13 და ზოგიერთი მათგანი გზატკეცილზე აღმოჩნდა, რის შემდეგაც შეეჯახა ხუთ მანქანას, ორი სატვირთოს ჩათვლით. გავრცელებული ცნობებით, სულ მატარებელში იმყოფებოდა 77 მგზავრი და შვიდი თანამშრომელი.

XS
SM
MD
LG