თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჰ.რ. მაკმასტერი, აღნიშნავს, რომ დასავლეთის ქვეყნები უნდა დაუპირისპირდნენ რუსეთის „მადესტაბილიზებელ ქცევას“ და რომ მოსკოვი აწარმოებს „ძალიან დახვეწილ დივერსიულ კამპანიას“ თავისუფალი და ღია საზოგადოებების დასასუსტებლად. ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია BBC-თან ინტერვიუში, რომელიც 10 დეკემბერს გამოქვეყნდა, მაკმასტერმა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად მოიხსენია რუსეთის სავარაუდო ჩარევა აშშ-ის შარშანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში. რუსეთი უარყოფს არჩევნებში ჩარევის ბრალდებას.
ყველაზე პოპულარული
1