Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას უხელმძღვანელებს ერიკ ჰოეგი


ევროკავშირის სადმკვირვებლო მისია საქართველოში
ევროკავშირის სადმკვირვებლო მისია საქართველოში

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას უხელმძღვანელებს ერიკ ჰოეგი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ იუწყება ევროკავშირის მისიის თბილისის ოფისზე დაყრდნობით. ამ დრომდე, ჰოეგი მისიის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ხოლო მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი იყო. ერიკ ჰოეგი 16 წლის განმავლობაში დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. დიპლომატიური კარიერის განმავლობაში ის მუშაობდა დანიის საელჩოებში ტალინში, მოსკოვში და გაეროში დანიის მუდმივ წარმომადგენლობაში.

XS
SM
MD
LG