Accessibility links

გაერომ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც გმობს ყირიმში ადამიანის უფლებების დარღვევას


გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც მკაცრად გმობს ყირიმში ადამიანის უფლებების დარღვევას და რუსეთს მოიხსენიებს ამ ნახევარკუნძულის „ოკუპანტ“ ქვეყნად. რეზოლუციის ინიციატორი იყვნენ უკრაინა და კიდევ 30 ქვეყანა. დოკუმენტის წინააღმდეგ გამოვიდა გენერალური ასამბლეის 26 წევრი, მათ შორის რუსეთი, ბელორუსია, ყაზახეთი და ჩინეთი. გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენლობის შეფასებით, რეზოლუცია ადასტურებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის არსებობს შეიარაღებული კონფლიქტი და ამავე დროს რეზოლუცია გმობს რუსეთის კანონების მოქმედებას ტერიტორიაზე, რომელიც რუსეთმა უკანონოდ მიიერთა 2014 წელს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, პავლო კლიმკინის განცხადებით, რეზოლუცია არის „ყველაზე მკაცრი“ დოკუმენტი, რომელიც გაეროს აქვს მიღებული. გენერალურმა ასამბლეამ შარშან პირველად მიიღო რეზოლუცია, რომელშიც გმობს ყირიმში ადამიანის უფლებების დარღვევას.

XS
SM
MD
LG