Accessibility links

აშშ-ის სენატმა დაამტკიცა ბოლო პერიოდის ყველაზე მასშტაბური საგადასახადო რეფორმა


აშშ-ის სენატმა დაამტკიცა ბოლო სამი ათწლეულის ყველაზე მასშტაბური საგადასახადო რეფორმა. შუაღამით გამართული კენჭისყრის შედეგებით, კანონპროექტს მიემხრო 51 სენატორი, წინააღმდეგი იყო 48. მანამდე რამდენიმე საათით ადრე, რეფორმას მხარი დაუჭირა წარმომადგენელთა პალატამაც. რესპუბლიკელები უმრავლესობაში არიან კონგრესის ორივე პალატაში. 20 დეკემბრის საღამოს კიდევ ერთი, ბოლო კენჭისყრა უნდა გაიმართოს წარმომადგენელთა პალატაში. სავარაუდოდ, რეფორმას დაამტკიცებენ, რაც გახდება დონალ ტრამპის პირველი დიდი საკანონმდებლო გამარჯვება იანვარში პრეზიდენტად ინაუგურაციის შემდეგ. საგადასახადო რეფორმით, რომელიც, რესპუბლიკელების აზრით, ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას, საგადასახადო ტვირთი შეუმსუბუქდება, პირველ რიგში, კორპორაციებს. ტრამპის მრავალი ოპონენტი შიშობს, რომ რეფორმა მხოლოდ შეძლებულთა ინტერესებს ითვალისწინებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG