Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ გაეროს მოუწოდებს ირანის დამსჯელი ზომის მიღებისაკენ


გაეროში აშშ.ის ელჩი, ნიკი ჰეილი
გაეროში აშშ.ის ელჩი, ნიკი ჰეილი

გაეროში აშშ-ის ელჩმა ნიკი ჰეილიმ გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, დასაჯოს ირანი „მადესტაბილიზებელი მოქმედებისათვის“ და შეიარაღებაზე გაეროს ემბარგოს „სახიფათო დარღვევისათვის“. მაგრამ რუსეთმა გამორიცხა სანქციები და განაცხადა, რომ საჭიროა ირანთან დიალოგი. 19 დეკემბრის საღამოს გაეროს უშიშროების საბჭოში გამოსვლისას, ჰეილიმ აღნიშნა, რომ საუდის არაბეთზე ბალისტიკური რაკეტით თავდასხმა, რომელიც იემენიდან მოაწყეს შიიტმა მეამბოხეებმა, იყო „წითელი სირენა" უშიშროების საბჭოსათვის. მისივე თქმით, სარაკეტო თავდასხმას ჰქონდა ყველა ის მახასიათებელი, რომელიც დაფიქსირდა ირანიდან იემენელი მეამბოხეებისათვის მიწოდებული იარაღით წინა თავდასხმების დროს. საუდის არაბეთის განცხადებით, მან შეძლო ჩამოეგდო რაკეტა, რომელიც დამიზნებული ჰქონდა ქვეყნის მეფის, მეფე სალმანის სასახლეს. საუდის არაბეთი აცხადებს, რომ იემენში მებრძოლ შიიტ მეამბოხეებს - ჰუთიტებს - ირანი ამარაგებს. ირანი უარყოფს ამ ბრალდებას.

XS
SM
MD
LG