Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში, უშიშროების ფედერალური სამსახურის შენობასთან დააკავეს „პუსი რაიოტის“ წევრი მარია ალიოხინა


მოსკოვში, უშიშროების ფედერალური სამსახურის შენობასთან დააკავეს პანკ-ჯგუფ „პუსი რაიოტის“ წევრი, მარია ალიოხინა, რომელსაც გაშლილი ჰქონდა ბანერი წარწერით „გილოცავთ დაბადების დღეს, ჯალათებო“. ინციდენტი მოხდა ლუბიანკის მოედანზე 20 დეკემბერს, რუსეთის უშიშროების სამსახურის, ჩეკას, დაარსების მე-100 წლისთავზე. გადავწყვიტეთ მიგველოცა ჩეკისტებისათვის, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ ეს დღე მათი პროფესიული დღესასწაულიაო, უთხრა ალიოხინამ რადიო თავისუფლების რუსულენოვან სამსახურს პოლიციის განყოფილებიდან ტელეფონით საუბრისას. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებს არაოფიციალურად უწოდებენ „ჩეკისტებს“ ამ სამსახურის წინამორბედი ორგანიზაციის, 1917 წელს დაარსებული ჩეკას გამო. ალიოხინამ ტვიტერით გაავრცელა ფოტოსურათი, რომელზეც ჩანს ორი ადამიანი ხელში ბანერით უშიშროების ფედერალური სამსახურის სათავო ოფისთან. აქციაში მონაწილე ოლგა ბორისოვა ამბობს, რომ მან და ალიოხინამ ბანერი შენობის რკინის კარს მიამაგრეს.

XS
SM
MD
LG