Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისარი: საქართველოს მოქალაქეებმა უნდა დაიცვან პრივილეგია, რომელიც მათ უვიზო მიმოსვლის სახით მიენიჭა


ევროკომისარი მიგრაციის, შინაგან საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში, დმიტრის ავრამოპულოსი საჭიროდ მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა დაიცვან პრივილეგია, რომელიც მათ ევროკავშირმა მიანიჭა უვიზო მიმოსვლის სახით. ამ საკითხს ევროკომისარი შეეხო ინტერვიუში, რომელიც ბრიუსელში რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა ჩაწერა უვიზო მიმოსვლის შესახებ ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. ანგარიში ასახავს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან და აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრ ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შედეგად შექმნილ ვითარებას, თავშესაფრის მოთხოვნისა თუ შენგენის ზონაში ყოფნის ვადების დარღვევის შემთხვევებს. შეკითხვას, რამდენად მძიმე პრობლემაა, რომ საქართველოს 10 ათასამდე მოქალაქემ დაარღვია შენგენის ზონაში ყოფნის ვადები, ევროკომისარმა ავრამოპულოსმა უპასუხა, რომ პრობლემა „არ არის ძალიან სერიოზული“, მაგრამ შესაძლებელი იყო მისი თავიდან აცილება. ამიტომ ვურჩიე ჩემს ქართველ მეგობრებს საინფორომაციო კამპანიის დაწყებაო, განაცხადა ავრამოპულოსმა და გამოთქვა იმედი, რომ მომავალ წლებში საკითხი უკეთ მოგვარდება, უკეთ გაკონტროლდება. "ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა და თავად პრემიერ-მინისტრი ძალიან ერთგული არიან ამ პრობლემის გარშემო ნაკისრი ვალდებულებებისა. ეს ასევე არის საქართველოს მოქალაქეების პირადი პასუხსიმგებლობის საქმე, ისინი უნდა იცავდნენ და უფრთხილდებოდნენ პრივილეგიას, რომელიც მათ ევროკავშირმა მიანიჭა", განაცხადა ევროკომისარმა რადიო თავისუფლების კორესპონდენტთან საუბრისას.

XS
SM
MD
LG