Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი მიმართავს ზომებს პოლონეთის წინააღმდეგ, მისი სასამართლო სისტემის რეფორმის გამო


ევროკომისიამ დაიწყო უპრეცედენტო დისციპლინარული პროცედურა პოლონეთის წინააღმდეგ ამ ქვეყანაში დემოკრატიის შემზღუდველი რეფორმით გამოწვეული შეშფოთების გამო. ევროკომისიამ 20 დეკემბერს გამოაცხადა, რომ პოლონეთში სასამართლო სისტემის დაგეგმილი რეფორმა, მაგალითად მოსამართლეების არჩევის წესი, საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობას. ევროკავშირის ხელშეკრულების მე-7 მუხლის შესაბამისად, წევრი ქვეყნების 80%-ის თანხმობაა საჭირო იმის გამოსაცხადებლად, რომ პოლონეთი დგას კანონის უზენაესობის პრინციპების "სერიოზულად დარღვევის" საფრთხის წინაშე. როგორც იუწყებიან, კომისიას შეუძლია გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება, თუ ვარშავა სამთვიან პერიოდში მიიღებს ბრიუსელიდან შეთავაზებულ ზომებს. ევროკავშირის ხელშეკრულების მე-7 მუხლის ამოქმედებას შესაძლოა მოჰყვეს ქვეყნისათვის ხმის ჩამორთმევა ევროკავშირის საბჭოში. პოლონეთში ასიათასობით ადამიანი აპროტესტებს დაგეგმილ რეფორმას, რომელიც ქვეყნის პარლამენტის ორივე პალატამ დაამტკიცა. პრეზიდენტ ანჯეი დუდას ჯერ არ მოუწერია ხელი კანონპროექტზე. კონსერვატიულ პარტია „სამართალი და სამართლიანობის“ მთავრობა რეფორმას საჭიროდ მიიჩნევს სასამართლო სისტემის ქმედითუნარიანობის გასაზრდელად და კორუფციასთან საბრძოლველად.

XS
SM
MD
LG