Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მთავრობამ მოიპოვა სახელმწიფო შესყიდვების გასაიდუმლოების უფლება


რუსეთის ფედერაციის მთავრობამ მოიპოვა უფლება, არ გაასაჯაროვოს ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. შესაბამისი კანონი 20 დეკემბერს მიიღო სახელმწიფო სათათბირომ. ამიერიდან შესყიდვები, რომლებშიც სახელმწიფო კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას, სბერბანკის დახურულ სავაჭრო პლატფორმაზე ჩატარდება. მთავრობამ მოამზადა სულ 126 ორგანიზაციის სია. გაზეთ „კომერსანტის“ ცნობით, სიაში შედიან, მაგალითად, „გაზპრომი“, „როსნეფტი“, „რუსეთის რკინიგზა“, „როსტელეკომი“. რუსეთის ხელმძღვანელობის ამ ნაბიჯის მიზნად სახელდება მსხვილი კომპანიებისა და მათი პარტნიორების დაცვა აშშ-ის ეკონომიკური სანქციებისაგან. ვაშინგტონი 2018 წლის თებერვალში გამოაქვეყნებს სანქცირებულთა ახალ სიებს.

XS
SM
MD
LG