Accessibility links

რამზან კადიროვი შეიყვანეს აშშ-ის „მაგნიტსკის აქტით“ სანქცირებულთა სიაში


აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვიც შეიყვანა „მაგნიტსკის აქტით“ სანქცირებულთა სიაში. სხვადასხვა სახის, მათ შორის ფინანსური სანქციები მიმართულია ადამიანის უფლებების დარღვევაში მიმართული პირების წინააღმდეგ. კადიროვს ადანაშაულებენ ადამიანების წამებასა და გაუსამართლებლად ლიკვიდაციაში. მისთვის წაყენებული ბრალდებები უკავშირდება ჩეჩნეთში ჰომოსექსუალი და ბისექსუალი მამაკაცების მიმართ რეპრესიებს. აშშ-ში 2012 წლიდან მოქმედებს კანონი, რომელიც ითვალისწინებს ფინანსურ სანქციებს რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევაში მხილებული პირების წინააღმდეგ. რამზან კადიროვი ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობილი ოფიციალური პირია ამ სიაში. მასთან ერთად საჯაროდ გამოქვეყნებულ სიას დაამატეს ოთხი ადამიანი, რის შედეგადაც 49-მდე გაიზარდა სანქცირებული რუსების რიცხვი. ვარაუდობენ, რომ მეტი ადამიანია შეყვანილი სანქცირებულთა გასაიდუმლოებულ ნუსხაში. სერგეი მაგნიტსკი იყო რუსი იურისტი, რომელმაც აღმოაჩინა მსხვილი კორუფციული სქემა რუსეთის მმართველ წრეებში და ამის შემდეგ, 2008 წლის ნოემბერში, დაკავებულ იქნა. ის 2009 წლის ნოემბერში გარდაიცვალა მოსკოვში, წინასწარი დაკავების იზოლატორში. როგორც მისი ოჯახი და მეგობრები ამტკიცებენ, საპატიმროში მაგნიტსკის სცემდნენ, აწამებდნენ და არ უწევდნენ სათანადო სამედიცინო დახმარებას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG