Accessibility links

ავღანეთში გავლენიანი გუბერნატორი არ ემორჩილება ხელისუფლებას და უარს აცხადებს გადადგომაზე


ავღანეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რეგიონული პოლიტიკოსი აცხადებს, რომ არ დაემორჩილება ჩრდილოეთის პროვინცია ბალხის გუბერნატორის პოსტიდან მის გადაყენებას, რითიც პოტენციურ საფრთხეს უქმნის დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ, არასტაბილურ მმართველ კოალიციას, რომელსაც პრეზიდენტი აშრაფ ღანი ხელმძღვანელობს. პრეზიდენტის სასახლემ 18 დეკემბერს გამოაცხადა, რომ დაადასტურა ატა მოჰამად ნურის გაყენება - პირის, რომელსაც ზედმეტსახელად "ჩრდილოეთის მეფეს" უწოდებენ და რომელიც წამყვანი ფიგურაა ავღანეთის ეთნიკური ტაჯიკების წარმომადგენელ პარტია ჰამიათ-ე ისლამიში. მაგრამ 23 დეკემბერს ნურმა ათასობით პირს მიმართა პროვინციის დედაქალაქში, მაზარ-ი შარიფში და განაცხადა, რომ აგრძელებს მუშაობას გუბერნატორად. "ბევრჯერ მითქვამს, მე ბრძანებით ვერავინ მომხსნისო", განაცხადა მან. ნურმა ასევე გააკრიტიკა თავისი ყოფილი მოკავშირე, მთავარი აღმასრულებელი ფიგურა აბდულა აბდულა, რომელიც ჯამიათ-ე ისლამის ლიდერის. ნურმა აბდულას უწოდა "ყველას სახელოში შემძვრალი გველი" და მას ბრალი დასდო თავისი პარტიის დასუსტებაში. "ჩვენ დაკბენას ვერ შესძლებ, კბილებს დაგიმტვრევთო" - მიმართა ნურმა აბდულას.

XS
SM
MD
LG