Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში საჯარო სამსახურებიდან გაათავისუფლეს კიდევ 2700-ზე მეტი პირი


თურქეთში საჯარო სამსახურებიდან გაათავისუფლეს კიდევ 2756 პირი, ბრალდებით, რომ მათ კავშირი ჰქონდათ ტერორისტულ ჯგუფებთან - იმ ფონზე, როცა ანკარა განაგრძობს თავის ზეწოლის კამპანიას, რომელიც გასულ წელს გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაიწყო. 24 დეკემბერს გამოქვეყნებული სამთავრობო ბრძანების მიხედვით, გათავისუფლებულ მუშაკები მოიცავს სამხედრო სტრუქტურების 637 წარმომადგენელს, ჟანდარმერიის 360 წევრს და 150 პირს უნივერსიტეტებიდან და სხვა აკადემიური დაწესებულებებიდან. თურქეთის ხელისუფლება 2016 წლის გადატრიალების მცდელობაში ბრალს სდებს აშშ-ში მცხოვრებ სასულიერო პირს, ფეტულა გიულენს. თავად გიულენი უარყოფს კავშირს გადატრიალების მცდელობასთან, რომელსაც 240 ადამიანი ემსხვერპლა. პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი აცხადებს, რომ მომავალ წელს საჯარო სამსახურში მუშაობას დაიწყებს 110 000 ახალი მუშაკი. ხელისუფლების მიერ გატარებული კამპანიის შედეგად, საერთო ჯამში, სამსახურები დაატოვებინეს 110 000-ზე მეტ პირს, გიულენთან ან ექსტრემისტულ ჯგუფებთან კავშირების ბრალდებებით დააპატიმრეს 50 000-მდე მოქალაქე. მთავრობა ირწმუნება, რომ ზეწოლის ეს კამპანია აუცილებელია საიმისოდ, რომ განეიტრალდეს გიულენის მოძრაობის მიმდევართაგან კვლავაც მომდინარე საფრთხე. უფლებადამცველები ამბობენ, რომ პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი გადატრიალების მცდელობას იყენებს კრიტიკოსების გაჩუმების საბაბად.

XS
SM
MD
LG