Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დინამო არენასთან" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიღუპა სულ მცირე ორი ადამიანი


თბილისში, "დინამო არენასთან" ერთ-ერთ კორპუსში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. საზოგადოებრივი მაუწყებელი შს მინისტრის მოადგილის, მერაბ მალანიას სიტყვებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაიღუპა ორი ადამიანი, ინტერნეტგამოცემები ნეტგაზეთი და ონ.ჯი სამი პირის გარდაცვალებაზე იუწყებიან. გავრცელებული ცნობებით, კორპუსს ცეცხლი დილის ორი საათისთვის გაუჩნდა. ხანძარი ლოკალიზებულია და მისი მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება.

XS
SM
MD
LG