Accessibility links

გვატემალამ იერუსალიმი აღიარა ისრაელის დედაქალაქად


იერუსალიმი

გვატემალის პრეზიდენტმა, ჯიმი მორალესმა გადაწყვიტა ისრაელში გვატემალის საელჩო გადაიტანოს თელ-ავივიდან იერუსალიმში. 25 დეკემბერს, ჯიმი მორალესმა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ გადაწყვეტილება მიიღო ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრის შემდეგ. აშშ-ის შემდეგ გვატემალა მეორე ქვეყანაა, რომელმაც ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმი აღიარა. გასულ კვირაში გვატემალა იყო ერთ-ერთი გაეროს წევრ 9 სახელმწიფოს შორის, რომელმაც გაეროს რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა. რეზოლუცია აშშ-ს მოუწოდებს, გადახედოს ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების გადაწყვეტილებას. რეზოლუციას მხარი დაუჭირა გაეროს 128 წევრმა, 35-მა კი თავი შეიკავა. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ის საწინააღმდეგო რეზოლუციის მხარდამჭერ ქვეყნებს ფინანსური დახმარების შეწყვეტით დაემუქრა.

XS
SM
MD
LG