Accessibility links

სირიის ჯარებმა მეამბოხეებისაგან გაათავისუფლეს ისრაელის საზღვართან მდებარე ქალაქი


იუწყებიან, რომ სირიის სამთავრობო ჯარებმა მეამბოხეებისაგან გაათავისუფლეს ქალაქი ბაით ჯინი, რომელიც ისრაელისა და ლიბანის საზღვრის მახლობლად მდებარეობს. ბრიტანეთში მდებარე ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის თანახმად, სირიის სამთავრობო ჯარებმა ქალაქსა და მის შემოგარენზე კონტროლი დაამყარეს 25 დეკემბერს, მასშტაბური შეტევითი ოპერაციის შემდეგ.სადამკვირვებლო ჯგუფის თანახმად, ოპერაციას წინ უძღვოდა მოლაპარაკება, რომელიც ითვალისწინებდა მეამბოხეების ევაკუაციას ჩრდილო-დასავლეთ პროვინცია იდლიბში, რომელსაც კვლავ აკონტროლებს სირიის მთავრობისადმი ოპოზიციურად განწყობილი დაჯგუფებები. სირიის სამთავრობო ჯარები და მათი მოკავშირეები აგრძელებენ ბრძოლას სუნიტების გასამხედროებული ჯგუფებისა და მეამბოხეთა მთავარი ძალის თავისუფალი სირიის წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG