Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანი და ავღანეთი თალიბანს მოუწოდებენ შეუერთდეს სამშვიდობო მოლაპარაკებას


პაკისტანის და ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომლითაც თალიბანის ექსტრემისტებს მოუწოდებენ შეუერთდნენ სამშვიდობო მოლაპარაკებას - მას შემდეგ, რაც ჩინეთში გაიმართა შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავდა კავშირების გაუმჯობესებას ქაბულსა და ისლამაბადს შორის. პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხავაია მუჰამად ასიფი და ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, სალაუდინ რაბანი ერთმანეთს პეკინში შეხვდნენ, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვან ისთან ერთად და თალიბანის მიმართ მოწოდება ამ შეხვედრის შემდეგ გაავრცელეს. განცხადებაში სამი ხელისუფლება გამოდის მოწოდებით შეიქმნას "ფართო და ინკლუზიური სამშვიდობო და შერიგების პროცესი". ამასთან, ისინი ავღანეთის თალიბანს მოუწოდებენ დროულად შეუერთდეს სამშვიდობო პროცესს. მინისტრებმა განაცხადეს, რომ მზად არიან სამომავლოდაც ითანამშრომლონ კონტრტერორისტულ საკითხებში და დასძინეს, რომ ისინი "არც ერთ ქვეყანას, ორგანიზაციას თუ ინდივიდს არ მისცემენ საშუალებას მათი ტერიტორია გამოიყენონ ტერორისტული აქტებისთვის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ". ავღანეთის ხელისუფლება პაკისტანს ბრალს სდებს თალიბანის მებრძოლებისთვის უსაფრთხო თავშესაფრის მიწოდებაში, მას შემდეგ, რაც 2001 წელს ავღანეთში აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი ოპერაციის შედეგად დაემხო თალიბანის ხელისუფლება. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პეკინში გამართული შეხვედრა პირველი იყო მას შემდეგ, რაც სამი ქვეყანა ივნისში შეთანხმდა "სამმხრივი დიალოგის მექანიზმის" შექმნაზე.

XS
SM
MD
LG