Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა პატიმრები შეიწყალეს, მათი გაცვლის წინ


უკრაინაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების ლიდერმა შეიწყალა 74 უკრაინელი პატიმარი, რაც წარმოადგენს ნაწილს პატიმართა გაცვლის მასშტაბური ოპერაციისა, რომელიც ორ მხარეს შორის 27 დეკემბერს გაიმართება. სეპარატისტების ლიდერმა, ალექსანდრ ზახარჩენკომ 26 დეკემბერს განაცხადა, რომ გაცვლა, რომლის დროსაც უკრაინის ძალები კონფლიქტის დროს დაკავებულ 306 პირს გაათავისუფლებენ, მხოლოდ პირველი ეტაპია და პატიმართა გაცვლა შესაძლოა გაგრძელდეს, სიების შედგენის პარალელურად. დონეცკში შეკრებილ ჟურნალსიტებს ზახარჩენკომ უთხრა, რომ პატიმართა გაცვლის ოპერაცია გაიმართება 27 დეკემბერს, ადგილობრივი დროით პირველ საათზე. გაცვლის ეს ოპერაცია იქნება პირველი ბოლო 14 თვის განმავლობაში. 2014 წლის აპრილიდან კიევის ძალებს და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის ბრძოლას ემსხვერპლა 10,300-ზე მეტი ადამიანი.

XS
SM
MD
LG